16:31 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-23 11:39:27, 505 ნახვა

სამართალი
პოლიციამ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოსა და  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად  ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,   განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის  ძებნილი პირი - 1963  წელს დაბადებული გ. კ.  დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, გ. კ. 2004 წელს,  თბილისში, ორი პირის მიმართ  დამამძიმებელ გარემოებაში   ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის იძებნებოდა.

"სამართალდამცველებმა გ.კ. სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურის ,,დარიალი"  ტერიტორიაზე  იმ დროს დააკავეს, როდესაც ის  სხვა გვარის  გამოყენებით  საქართველოს სახელწიფო საზღვრის გადმოკვეთას ცდილობდა.

დაკავებული გ. კ. გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics