|
2024-08-21 21:52:17, 779 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - მთელ მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რომ პატრიოტი ქართველის გარედან მართვა შეუძლებელია
უნდა გადავრჩეთ ფიზიკურად, უნდა გადავრჩეთ სულიერად და გავაგრძელოთ ღირსეული სვლა და განვითარება ევროპისკენ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით და ჩვენი ქართული იდენტობის, ქართული, ეროვნული სულის და რწმენის შენარჩუნებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, მცხეთაში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველო მთელ მსოფლიოს უნდა დაანახოს, რომ პატრიოტი ქართველის გარედან მართვა შეუძლებელია, ხოლო გარე აქტორებმა კი პატივი უნდა სცენ და ითანამშრომლონ მათთან, ვისაც ქართველი ხალხი აირჩევს. "მთელ მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რომ პატრიოტი ქართველის გარედან მართვა შეუძლებელია. ბევრი რამ შეიძლება დათმოს ქართველმა კაცმა თუ ქალმა, გარდა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისა. ყველა გარე აქტორს შეგვიძლია მოვუწოდოთ, რომ პატივი სცენ და საქართველოში ითანამშრომლონ მათთან, ვისაც ირჩევს ქართველი ხალხი, ვისაც ირჩევთ თქვენ, პატივცემულო მეგობრებო და არა მათთან, ვისაც ისინი აირჩევენ და შეარჩევენ. ადამიანი, რომელიც თავის სამშობლოს ყიდის, მის პატრონსაც გაყიდის და პირველივე შესაძლებლობისთანავე გააკეთებს ამას. დაქირავებულ აგენტს, პრინციპული მეგობარი რა თქმა უნდა, ჯობია", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)