16:25 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-14 09:14:35, 447 ნახვა

მსოფლიო
რუსეთში ვლადიმერ პუტინისა და მაჰმუდ აბასის შეხვედრა გაიმართა

რუსეთში პალესტინის ადმინისტრაციის ლიდერის, მაჰმუდ აბასის და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

მედიის ცნობით, ლიდერებმა შეხვედრაზე ღაზაში არსებული ვითარება განიხილეს.

"ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ სამწუხაროდ, რუსეთმა დღეს უნდა გადადოს საკუთარი ინტერესები და დაიცვას საკუთარი ხალხი იარაღით ხელში. მაგრამ ის, რაც ხდება ახლო აღმოსავლეთში, რაც ხდება პალესტინაში, რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი არ რჩება ჩვენი მხრიდან“,- განაცხადა პუტინმა.

როგორც პუტინმა აღნიშნა, რუსეთი პალესტინის "სრულფასოვანი სახელმწიფოს" შექმნას მხარს უჭერს.

თავის მხრივ, აბასმა პუტინს განუცხადა, რომ გაერომ ამერიკის შეერთებული შტატების "ზეწოლის გამო რეზოლუცია არ მიიღო, რომელიც პალესტინელი ხალხის უფლებებს უზრუნველყოფდა". 

აბასმა რუსეთს პალესტინელი ხალხის "ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი მეგობარი" უწოდა.

შეგახსენებთ, პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი რუსეთში 12 აგვისტოს  ჩავიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics