09:40 - 13 Jun, 2026
|
2024-08-12 16:37:42, 893 ნახვა
რეგიონი
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დიდგორის ველზე, „დიდგორობა“ ღია ცის ქვეშ გაიმართა
დიდგორის ძლევამოსილი ბრძოლიდან 903 წელი შესრულდა. სახალხო დღესასწაული "დიდგორობა“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დიდგორის ველზე, ღია ცის ქვეშ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ღონისძიებაში ტრადიციულად, კასპის მუნიციპალიტეტმაც მიიღო მონაწილეობა. "მუნიციპალიტეტის კუთხე წარმოდგენილი იყო ქართული რეწვისა და ხელოვნების ნიმუშებით, ხალხური საკრავებით და სხვა. საკონცერტო ღონისძიებაში მონაწილეობდა კასპის მამაკაცთა ანსამბლი "მოურავი“. ღონისძიებას ესწრებოდნენ კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები”, - ნათქვამია ინფორაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)