20:32 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-18 17:27:48, 427 ნახვა

პოლიტიკა
ბაია გადაბაძე: ლევან გაჩეჩილაძის შენობაში შეშვებას არ ვაპირებ

"უპრეცედენტო შემთხვევა" - ასე აფასებს ტელეკომაპანია "მაესტროს" მოქმედი გენერალური დირექტორი, ბაია გადაბაძე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც პირველმა ინსტანციამ კრების ოქმი, ბაია გადაბაძის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ არ გააუქმა და დოკუმენტი განსახილველად სააპელაციო სასამართლოში გადააგზავნა.

როგორც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაბაძე აცხადებს, სასამართლოს სურს საქმე, რომელიც თვეების განმავლობაში იხილებოდა, 24 საათში დაასრულოს და ხვალ სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას გაჩეჩილაძეების სასარგებლოდ გამოიტანს აღსანიშნავია, რომ ამის შემდეგ, ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანია "მაესტროში" კრედიტორთა საბჭოზე დირექტორის სტატუსით გამოცხადდება. მიუხედავად ამისა, გადაბაძე აცხადებს, რომ ის ლევან გაჩეჩილაძის შენობაში შეშვებას არ აპირებს, რადგან კანონით ეს სხვისი საკუთრებაა.

შეგახსენებთ, ხვალ "მაესტროში" კრედიტორთა საბჭოს სხდომა უნდა ჩატარდეს, რომელზეც  ტელეკომპანიის ფუნქციონირების საკითხები გადაწყდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics