|
2024-08-06 10:19:32, 449 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - „ქართული ოცნების“ მმართველობის გაგრძელების რამე პერსპექტივას არ ვხედავ [ვიდეო]
არ ვხედავ "ქართული ოცნების" მმართველობის გაგრძელების რამე პერსპექტივას,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. "ექსპრესნიუსის" კითხვაზე - ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ახალი კონფიგურაციების, მმართველი პარტიის განცხადებების ფონზე, რა მოლოდინი გაქვთ, იქნება თუ არა 26 ოქტომბრის არჩევნები ცვლილებების მომტანი და პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ, სად ხედავთ თქვენს როლს როგორც ცვლილებების, ისე "ქართული ოცნების“ ხელისუფლების მმართველობის გაგრძელების შემთხვევაში - ზურაბიშვილმა თქვა, რომ არჩევნებმა "უთუოდ ევროპული ძალების გამარჯვება უნდა მოიტანოს". "არ ვხედავ "ქართული ოცნების" მმართველობის გაგრძელების რამე პერსპექტივას, არც მათთვის და არც ჩემთვის. რაც ეხება სხვა შედეგს ამ არჩევნების, რომელმაც უნდა მოიტანოს, უთუოდ უნდა მოიტანოს ევროპული ძალების გამარჯვება იმიტომ, რომ აქ ლაპარაკი არის ქვეყნის ბედსა და ქვეყნის მომავალზე, არა კიდევ ერთხელ რომელიმე პოლიტიკური პარტიის გამარჯვებაზე, რომელი პოლიტიკური ფიგურის გამარჯვებაზე, აქ არის ქვეყნის მომავალი და ეს ესმის ყველაზე კარგად ჩვენს ახალგაზრდობას",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)