19:21 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-02 11:18:07, 523 ნახვა

მსოფლიო
მიშელი - მივესალმები რუსეთის მიერ უსამართლოდ დაპატიმრებული 16 ადამიანის გათავისუფლებას

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მადლობას უხდის ყველას, ვინც ხელი შეუწყო პატიმრების გაცვლის დიპლომატიური შეთანხმების მიღწევას. ამის შესახებ შარლ მიშელი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

მიშელის თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს რუსეთში და სხვაგან უკანონოდ დაკავებულთა მხარდაჭერას.

“მივესალმები რუსეთის რეჟიმის მიერ უსამართლოდ დაპატიმრებული 16 ადამიანის გათავისუფლებას. ალსუ, ევან, პოლ, ვლადიმერ და სხვებო, თქვენ უბრუნდებით სახლში თქვენს ოჯახებს და საყვარელ ადამიანებს!

მადლობას ვუხდი ყველას, ასევე ევროპაში, ვინც ხელი შეუწყო ამ დიპლომატიური შეთანხმების მიღწევას. ევროკავშირი გააგრძელებს რუსეთში და სხვაგან უკანონოდ დაკავებულთა მხარდაჭერას და მათ გვერდით დგომას“,- წერს მიშელი X-ზე.

შეგახსენებთ, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლა მოხდა. გაცვლის პროცესში 26 პირი მონაწილეობდა. რუსეთმა დასავლეთის ქვეყნებს 16 ადამიანი გადასცა, მათ შორის არიან: რუსეთში დაკავებული Wall Street Journal-ის რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი; პოლიტიკოსები ილია იაშინი და ვლადიმირ ყარა-მურზა; რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის შტაბების ყოფილი უფროსები ლილია ჩანიშევა; ქსენია ფადეევა და ვადიმ ოსტანინი; აშშ-ის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე პოლ უილანი. ამასთან, გერმანიამ რუსეთს გადასცა ვადიმ კრასიკოვი, რომელიც საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის იყო მსჯავრდებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics