23:37 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-23 15:14:55, 476 ნახვა

მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალები - ხან-იუნისში ტერორისტული ჯგუფების მიერ კონტროლირებადი 50-ზე მეტი ადგილი დაიბომბა

ღაზას სექტორის ქალაქ ხან-იუნისში ტერორისტული ჯგუფების მიერ კონტროლირებული 50-ზე მეტი ადგილი დაიბომბა. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ისრაელის თავდაცვის ძალებზე (IDF) დაყრდნობით ავრცელებს.

IDF-ში აცხადებენ, რომ ავიაიერიშების პარალელურად, გასული დღის განმავლობაში ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში 98-ე დივიზია შევიდა.

მათივე ინფორმაციით, ხან-იუნისში ოპერაცია დივიზიის მე-7 ჯავშანსატანკო ბრიგადამ, მედესანტე ბრიგადამ და კომანდოს ბრიგადამ განახორციელა.

ისრაელის სამხედრო ავიაციამ დაბომბა იარაღის საწყობები, სნაიპერების პოზიციები, "ჰამასის“ მიერ გამოყენებული შენობები და გვირაბები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics