02:20 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-20 11:29:15, 460 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი - ტრამპთან შევთანხმდით, პირადი შეხვედრის დროს განვიხილოთ, რა ნაბიჯებს შეუძლია, გახადოს მშვიდობა სამართლიანი და ხანგრძლივი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც ზელენსკი აღნიშნავს, ის და დონალდ ტრამპი შეთანხმდნენ, პირადი შეხვედრისას განიხილონ, თუ რა ნაბიჯებით არის შესაძლებელი, რომ მშვიდობა სამართლიანი და ნამდვილად ხანგრძლივი გახდეს.

"ვესაუბრე დონალდ ტრამპს, რათა მიმელოცა მისთვის რესპუბლიკური პარტიის მიერ კანდიდატად წარდგენა და დამეგმო პენსილვანიაში შოკისმომგვრელი თავდასხმა. მე ვუსურვე მას ძალა და აბსოლუტური უსაფრთხოება მომავალში. აღვნიშნე ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ორპარტიული და ორპალატიანი ამერიკული მხარდაჭერის მნიშვნელობა.

უკრაინა ყოველთვის მადლობელი იქნება აშშ-ის მისი დახმარებისთვის ჩვენი შესაძლებლობის გაძლიერებაში, რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ რუსეთის ტერორს. რუსეთის დარტყმები ჩვენს ქალაქებსა და სოფლებზე ყოველდღე გრძელდება. პრეზიდენტ ტრამპთან შევთანხმდით, პირადი შეხვედრის დროს განვიხილოთ, რა ნაბიჯებს შეუძლია, გახადოს მშვიდობა სამართლიანი და ნამდვილად ხანგრძლივი”, - წერს ზელენსკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics