|
2024-07-17 11:23:35, 451 ნახვა
მსოფლიო
ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრ გაბრიელ ატალის გადადგომის თხოვნა დააკმაყოფილა
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრ გაბრიელ ატალის გადადგომის თხოვნა დააკმაყოფილა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ელისეს სასახლის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. განცხადების თანახმად, ახალი მთავრობის დანიშვნამდე, ატალი მოვალეობის შემსრულებლად დარჩება, შემდეგ კი, ახალ ეროვნულ ასამბლეაში დეპუტატის რანგში მუშაობას განაგრძობს. "იმისთვის, რომ ეს პერიოდი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს, რესპუბლიკურმა ძალებმა უნდა იმუშაონ ერთად, რათა შექმნან ერთიანი ფრონტი იმ პროექტებისა და გადაწყვეტილებების ირგვლივ, რომლებიც ფრანგი ხალხის ინტერესებში იქნება“,- ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალმა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს გადადგომის თხოვნით საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემდეგ მიმართა, მაგრამ მაკრონმა მას დროებით დარჩენა სთხოვა. ატალი მთავრობას მიმდინარე წლის 9 იანვრიდან ხელმძღვანელობდა. საფრანგეთის თანამედროვე ისტორიაში, ის, 34 წლის ასაკში, ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი გახდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)