05:07 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-09 20:36:21, 667 ნახვა

მსოფლიო
მოსკოვის სასამართლომ იულია ნავალნაია დაუსწრებლად დააკავა და მასზე ძებნა გამოაცხადა

მოსკოვის ბასმანის სასამართლომ დაღუპული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ცოლს და უფლებადამცველი ორგანიზაციის Human Rights Foundation-ის ხელმძღვანელ იულია ნავალნაიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

მოსკოვის სასამართლოების პრესსამსახურის ცნობით, იულია ნავალნაიას ბრალად "ექსტრემისტულ გაერთიანებაში მონაწილეობა" ედება და მასზე ძებნაა გამოცხადებული.

"ნავალნაიას ბრალი წაუყენეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 282.1 მუხლის მე-2 ნაწილით  (ექსტრემისტულ გაერთიანებაში მონაწილეობა). იულია ნავალნაია წინასწარი გამოძიების ორგანოებს მიემალა და ამიტომ ძებნილთა სიაშია. სასამართლომ დააკმაყოფილა გამოძიების მოთხოვნა და მიუსაჯა აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა", - აცხადებენ სასამართლოში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics