10:42 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-03 13:49:54, 432 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა - მოვუწოდებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას, საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხს სრული მხარდაჭერა გამოუცხადოს

მოვუწოდებ კომიტეტის წევრებს და ზოგადად ასამბლეას, სრული მხარდაჭერა გამოუცხადონ საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხს და აქტიურად ჩაერთონ იმ არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში, რომელიც გადაწყვეტს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, ხელისუფლება საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან გადახვევას ცდილობს.

"კრიტიკული ხმების ჩაგვრა ან განეიტრალება არის ის, რითაც ძლიერდებიან ავტორიტარები და ცდილობენ, შეინარჩუნონ ძალაუფლება ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. სწორედ ამ ჩაგვრის გზას ადგას საქართველოს ხელისუფლება და ცდილობს საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან გადახვევას. თუმცა, ეს სახიფათო ცვლილება შეიძლება შეიცვალოს ოქტომბრის საკვანძო არჩევნებით და მოვუწოდებ ამ კომიტეტის წევრებს და ზოგადად ასამბლეას, სრული მხარდაჭერა გამოუცხადონ საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხს და აქტიურად ჩაერთონ იმ არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში, რომელიც გადაწყვეტს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას",- აცხადებს ბოკუჩავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics