07:09 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-30 11:23:50, 1375 ნახვა

სპორტი
დიდი მატჩის მოლოდინში - საქართველო ესპანეთი დღეს 22 საათზე კოლნში ხვდებიან

გერმანიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ერთმანეთს  ევრო 2024-ის 1/8-ფინალში საქართველო ნაკრები 30 ივნისს კიოლნში ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი 22:50 საათიდან შემოგთავაზებთ.

ქართველ ფეხბურთელებს გერმანულ არენაზე ქართული შეძახილებით გაამხენევებს, მინიმუმ, 10 ათასი ქომაგი. თბილისის აეროპორტიდან ცოტა ხნისს წინ გაფრინდა  გულშემატკივრებით სავსე, კიდევ ერთი ავიახომალდი.

EURO 2024-ის ეროვნული ნაკრების მერვედფინალურ მატჩზე საგულშემატკივროდ საქართველოდან გერმანიის მიმართულებით მთავრობის მიერ სუბსიდირებული რეისით, ქომაგების პირველი ნაკადი ჩაფრინდა. სპეციალურმა ჩარტერულმა რეისმა კიოლნში 219 ქომაგი ჩაიყვანა.

29 ივნისიდან 2 ივლისის პერიოდში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, 7 ჩარტერი დაინიშნა. კიოლნიდან დასაბრუნებელი ბილეთების ყიდვა tkg.ge-ს პლატფორმაზეა შესაძლებელი. თბილისიდან გასაფრენი ბილეთები კი უკვე სრულად ამოიწურა. სუბსიდირებული, ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულებაა EUR 195. შესაბამისად, ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება  EUR 390-ს შეადგენს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს
შსს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ადასტურებს
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics