|
2024-06-28 18:46:57, 369 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკი“ და „ფაბრიკა თბილისი“ ახალ პარტნიორობას იწყებენ
"საქართველოს ბანკი", ბიზნესის მხარდაჭერას ახალი პარტნიორობების დამყარების გზით განაგრძობს. მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებისა და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნისთვის, "საქართველოს ბანკისა" და "ფაბრიკა თბილისის" თანამშრომლობა დაიწყო. "ფაბრიკა თბილისი" მულტიფუნქციური კულტურული ცენტრია, რომელიც სახელოვნებო სტუდიებს, საერთო სამუშაო სივრცეს, ურბანული სტილის კაფეებსა და ბარებს, საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ტიპის დაწესებულებებს მოიცავს. მეწარმეებისა და შემქმნელების მხარდასაჭერად, ფაბრიკა გახსნის დღიდან მასპინძლობს ღია ბაზრობებს, რომლის მხარდამჭერი ამიერიდან "საქართველოს ბანკია". "ფაბრიკა თბილისი" და "საქართველოს ბანკი" 2024 წლის განმავლობაში სამ ღია ბაზრობას გამართავენ. მათ შორის პირველია - Vintage Market (ვინტაჟური ტანსაცმლისა და ნივთების ბაზრობა), რომელიც 6-7 ივლისს ჩატარდება. გარდა ამისა, წლის განმავლობაში, ფაბრიკა თბილისი, "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით, წიგნისა და საშობაო ბაზრობებსაც გამართავს. ვინტაჟური ბაზრობის ფარგლებში, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დაათვალიერონ და შეიძინონ სხვადასხვა ტიპის პროდუქცია საწარმოებიდან და მაღაზიებიდან, რომლებიც ბიზნესს ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებით მართავენ. ჯამში, "ფაბრიკა თბილისის" სივრცეში ვინტაჟურ ბაზრობაზე 20 მცირე და საშუალო ბიზნესი იქნება წარმოდგენილი. „მოხარული ვართ, რომ პარტნიორობა დავიწყეთ "ფაბრიკა თბილისთან", რომელიც დედაქალაქში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზიდულობის ცენტრია როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, ასევე, უცხოელი ვიზიტორებისთვის. "საქართველოს ბანკისა" და "ფაბრიკა თბილისის" ღირებულებები მცირე ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით თანხვედრაშია ერთმანეთთან და სიამოვნებით წარმოგიდგენთ ღია ბაზრობებს, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესს მეტი მომხმარებლის შეძენასა და პროდუქტების პოპულარიზაციაში დაეხმარება. "საქართველოს ბანკი" მუდმივად ეძებს ახალ გზებს ბიზნესის მხარდაჭერისთვის, მათი ზრდის ხელშეწყობისა და ეკონომიკის სტიმულირებისთვის. აღნიშნული პარტნიორობაც სწორედ ამ მიზნებს ემსახურება. იმედი გვაქვს, ბაზრობებზე ბევრი საწარმო და ბიზნესი მიიღებს მონაწილეობას, ჩვენ კი არ ვჩერდებით და მომავალშიც არაერთ საინტერესო ინიციატივას შევთავაზებთ მათ“, - აცხადებენ "საქართველოს ბანკში". Vintage Market-ზე მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ამ ბმულს. თუ ჯერ არ ხართ "საქართველოს ბანკის" ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ.
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)