13:41 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-24 20:16:44, 405 ნახვა

პოლიტიკა
ობრაიენი - საქართველო ჩვენი პარტნიორია, რომელიც ნატოს პარტნიორობის მომავალ ღონისძიებებზე მიწვეული იქნება

საქართველო ჩვენი პარტნიორია, რომელიც ნატოს პარტნიორობის მომავალ ღონისძიებებზე მიწვეული იქნება, - ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო’ბრაიენმა განაცხადა.

ო’ბრაიენის თქმით, ვაშინგტონი „ქართული ოცნების“ ლიდერების მცირე ჯგუფის გადაწყვეტილებებით და რიტორიკით ძალიან შეშფოთებულია.

„ცხადია, რომ საქართველოს მოსახლეობის 80-85 პროცენტს სურს ევროკაშირსა და ნატო-ში შემდგომი ინტეგრაცია. ჩვენ ვნახეთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ახლახან თქვა, ისინი მოელიან, რომ მათი ბოლო ქმედებები საფრთხეს არ შეუქმნის ამ გზას.

ჩვენ შევეცადეთ, ვყოფილიყავით ძალიან მკაფიო და ვფიქრობ, უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა დღეს ნათლად განაცხადა, რომ ბოლო ქმედებები, ძალადობა ოპოზიციის ფიგურების მიმართ, ძალადობა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, მოსკოვის მსგავსი უცხოელი აგენტების კანონი, გადაწყვეტილება ჩინური კომპანიისთვის ახალი პორტის გადაცემის შესახებ, ეს ყველაფერი შეუთავსებელია აშშ-სა და ევროკავშირში დაფუძნებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანების სურვილთან.

ამიტომ, ჩვენ მივმართავთ მთავრობას, გადახედოს თავის პოზიციას და გავაგრძელებთ მთავრობასთან ჩვენი ორმხრივი თუ მრავალმხრივი ჩართულობის განხილვას. გავაგრძელებთ დისკუსიებს ქართველ ოფიციალურ პირებთან. ჩვენი საელჩო ძალიან აქტიურია მათთან კომუნიკაციაში. ბევრი ევროპელი ლიდერი იყო ძალიან აქტიური. გავაგრძელებთ ამ საუბრებს მაშინაც კი, როდესაც მივდივართ ნატო-ს სამიტის პარტნიორობის ღონისძიებებზე. ნატო-ს ყველა პარტნიორი მოწვეულია პარტნიორობის ღონისძიებებზე“, - განაცხადა ჯიმ ო’ბრაიენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics