11:39 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-21 12:10:09, 435 ნახვა

მსოფლიო
BBC - პუტინი სამხრეთ კორეას აფრთხილებს - თუ უკრაინას იარაღს მიაწვდის, „დიდ შეცდომას“ დაუშვებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამხრეთ კორეას აფრთხილებს, რომ თუ სამხრეთ კორეა უკრაინას იარაღს მიაწვდის, ამით „დიდ შეცდომას“ დაუშვებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC პუტინის მიერ ვიეტნამში გაკეთებულ განცხადებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც პუტინმა განაცხადა, „თუ სეული კიევისთვის იარაღის მიწოდებას გადაწყვეტს, მოსკოვი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სამხრეთ კორეის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას, სავარაუდოდ, არ ესიამოვნება“.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ თუ ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას გააგრძელებენ, რუსეთი ჩრდილოეთ კორეას შეაიარაღებს.

„ვინც უკრაინას ამ იარაღს აწვდის, თვლის, რომ ჩვენთან არ ომობენ. მე ვთქვი, მათ შორის, ფხენიანში, რომ ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, მივაწოდოთ იარაღი მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებს", - განაცხადა პუტინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics