16:28 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-15 12:01:27, 515 ნახვა

პოლიტიკა
უთხარი არა „ქართული ოცნების“ ვიზიტს ბერლინში! არა რუსულ რეჟიმს! - 21 ივნისს ბერლინში აქცია გაიმართება

უთხარი არა „ქართული ოცნების“ ვიზიტს ბერლინში! არა რუსულ რეჟიმს!, - ბერლინში, 21 ივნისს, 15:00 საათზე, სასტუმრო "ადლონის" მიმდებარე ტერიტორიაზე ქართველი აქტივისტების გაერთიანება ევროპაში, "გზა" აქცია გაიმართება. 

როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, მათ ამ აქციით უნდათ შეახსენონ ხელისუფლებას, რომ მათი ადგილი ევროპაში არ არის. 

"გააგონე შენი ხმა სასტუმრო ადლონში შექოცებულ ოცნებას!

საქართველოს მთავრობა უტიფრად აგრძელებს ქვეყნის საბოტაჟს. მათ ქვეყანა მიჰყავთ იზოლაციისკენ და საფრთხეში აყენებენ ქვეყნის ევროპულ მომავალს. ამ დროს კი განაგრძობენ ევროპულ ვიზიტებს, რომლის ფარგლებში ისინი 21 ივნისს ბერლინს ეწვევიან , რათა აღნიშნონ ეროვნული დღესასწაული, მაშინ, როდესაც პოლიტიკურად ყველაზე წყნარი პერიოდია და გერმანელი პოლიტიკოსების უმრავლესობა არ იმყოფება დედაქალაქში.

Ჩვენ ჩვენი აქციით გვინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ რუსული რეჟიმის ქართულ ოცნებას, რომ მათი ადგილი არ არის ევროპაში,რადგან მათ უარი თქვეს ჩვენი ქვეყნის დასავლურ მომავალზე და უღალატეს ჩვენი ქვეყნის ისტორიულ არჩევანს!

21 ივნისს 15 საათზე სასტუმრო ადლონთან ახლოს, მისამართზე - Unter der Linden 76, ვიკრიბებით, რათა ერთად გავაპროტესტოთ მოღალატეთა ვიზიტი და არ მივცეთ საშუალება კომფორტულად იყონ იქ, სადაც ისინი მტრებს ხედავენ", - აღნიშნულია განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics