13:45 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-10 15:26:57, 342 ნახვა

საზოგადოება
გლდანის გამგეობამ საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის გასართობ-შემეცნებითი ღონისძიება გამართა

გლდანის რაიონის გამგეობამ საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის გასართობ-შემეცნებითი ღონისძიება „გააცოცხლე საქართველოს ისტორია - გააერთიანე საქართველო“ გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას გლდანის რაიონის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ცნობით, ღონისძიება ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა, სადაც მონაწილეობა, გლდანის რაიონში მდებარე 22 საჯარო სკოლის IX, X და XI კლასის 144 - მა მოსწავლემ მიიღო.

„აქტივობები ღია ცისქვეშ მიმდინარეობდა. თამაშისთვის შექმნილ რუკაზე აღნიშნული იყო ის ადგილები, სადაც საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული ბრძოლები გაიმართა. მონაწილეებმა მათთან დაკავშირებული ფიზიკური და ინტელექტუალური დავალებები შეასრულეს. გამარჯვება N175 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა.  

ღონისძიებას გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე დაესწრო”, - აღნიშნულია გამგეობის ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics