19:20 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-07 16:31:47, 456 ნახვა

პოლიტიკა
მანჯგალაძე „ქართულ ოცნებას“ - შეეცადეთ, ამ ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნის მორალური უფლება მაინც დაიტოვოთ

მე მესმის, თქვენთვის სკამი და სკამის წყარო, ივანიშვილი საქართველოზე და ქართველ ხალხზე მეტია მაგრამ ახლა ნამდვილად არის დრო, იფიქროთ მომავალზე, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ასევე ის მიმართავს "ქართულ ოცნებას", რომ ამ ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნის მორალური უფლება მაინც დაიტოვონ.

"ვკითხულობ „ქართული ოცნების" განცხადებებს და კიდევ ვერ ხვდებიან საკუთარი თავი და ქვეყანა რა მასშტაბის მავნებლობაში ჩააგდეს. ვიდრე ამ სულელურ განცხადებებს გააკეთებთ, ის მაინც იკითხეთ, სად ან ვინ არიან ის პოლიტიკური ლიდერები ან მთავრობები, ვინც ამერიკას ამ ფორმით დაუპირისპირდა.

ან რა სუვერენიტეტს იცავთ თავისუფლების ფლაგმანი ქვეყნისგან, ამერიკისგან, ან რა ურთიერთობის გადახედვას აპირებთ ამერიკასთან რომელიც არის ერთიანი, სუვერენული საქართველოს მხარდამჭერი და დამცველი? ან ვის ატყუებთ, რომ თქვენ კანონის მიღების და პოლიციელები წესრიგის დაცვისთვის დაგასანქცირეს? 

მართლა მაინტერესებს, რას ეუბნებით თქვენს შვილებს, რომ 20-25 ათასი კილომეტრით დაშორებული ამერიკისგან იცავთ საქართველოს, როცა რუსეთის ყოველდღიურ ბორდერიზაციაზე და მკვლელობებზე ხმა არ ამოგიღიათ არასდროს? 

თქვენ იმ მასშტაბის შარს გადაგყარათ ივანიშვილმა, რომ ის დროა ამისთვის მის მიერ წინასწარ დაპირებული კომპენსაციები აიღოთ და გაერიდოთ ივანიშვილსაც და ღალატის გზაზე დამდგარ თქვენს პარტიასაც.

მე მესმის, თქვენთვის სკამი და სკამის წყარო, ივანიშვილი საქართველოზე და ქართველ ხალხზე მეტია მაგრამ ახლა ნამდვილად არის დრო იფიქროთ მომავალზე.

საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. თქვენ კი შეეცადეთ ოპოზიციაში ყოფნის მორალური უფლება მაინც დაიტოვოთ ამ ქვეყანაში", - განაცხადა მანჯგალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics