00:30 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-04 09:31:24, 846 ნახვა

ომი უკრაინაში
მედია - იტალიამ დაადასტურა, რომ უკრაინას SAMP/T-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას გაუგზავნის

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ დაადასტურა, რომ რომი უკრაინისთვის კიდევ ერთ SAMP/T-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაგზავნას აპირებს.

აღნიშნული ინფორმაცია ტაიანიმ ტელეკომპანია RAI-თან ინტერვიუში დაადასტურა და თქვა, რომ თავდაცვის სისტემა თავად უკრაინამ ითხოვა.

როგორც სააგენტო Reuters-ი და იტალიური გაზეთი Corriere della Sera იტყობინებიან, კიევი იქნება პირველი, რომელსაც მიეწოდება სისტემა, რომელიც მას საშუალებას მისცემს, 10 საჰაერო სამიზნე ჩამოაგდოს.

„უკრაინას აქვს ამერიკული პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებსაც ასევე შეუძლიათ ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება, მაგრამ კიევმა არაერთხელ განაცხადა, რომ მას ესაჭიროება გაცილებით მეტი ასეთი სისტემა“, - წერს მედია.

მათივე ინფორმაციით, 2023 წელს იტალიამ და საფრანგეთმა უკრაინას მიაწოდეს პირველი SAMP/T ინსტალაცია. შეიარაღებულმა ძალებმა, შესაძლოა, მეორე ასეთი სისტემა მიიღონ, რომელიც ამჟამად ქუვეითშია, თუმცა მალე იტალიაში უნდა დაბრუნდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics