23:33 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-01 16:46:44, 445 ნახვა

პოლიტიკა
მელია - ის, რაც გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მოხდა, დასაგმობია

პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე გუშინ განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება.

როგორც მელია აღნიშნავს, მისი მხრიდან პარტიის მეპატრონეებზე შეხედულების მიუხედავად, „ვანდალიზმი“ დასაგმობია.

„ის, რაც გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მოხდა, რა ძალადობაც დაატრიალა ხელისუფლებამ,  არის ერთმნიშვნელოვნად დასაგმობი.

დასაგმობია იმისდა მიუხედავად, რა უმძიმესი აზრის ვარ ამ პარტიის მეპატრონეებზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, თვალი დავხუჭო, წავუყრუო ამ ვანდალიზმს.

გასაგებია, რა ამოძრავებს  მსოფლიოს მიერ კუთხეში მიმწყვდეულ რეჟიმს. 

ჩამოშლის საფრთხის წინაშე დგას - რყევაა მათ ქვედა ეშელონებში და ამ ძალადობრივი აქტებით ცდილობს პირველ რიგში ძალა აჩვენოს მათ.

ასეთი ძალადობები ადრენალინია მათთვის. ამის მეტი მათ არაფერი დარჩათ.

მათ დაწვეს ყველა ხიდი, უკან დასახევი გზა არ დაიტოვეს და დასაკარგიც აღარაფერი აქვთ.

მათგან განსხვავებით, ჩვენ გვაქვს დასაკარგი - ეს ქვეყანა, რომელსაც არ დავკარგავთ, რა მეთოდებსაც არ უნდა მიმართოს რეჟიმმა”, - წერს მელია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გუშინ ღამით "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს თავს დაესხნენ. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics