00:59 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-30 11:11:42, 488 ნახვა

მსოფლიო
სი ძინპინი - ჩინეთი ცდილობს, გააძლიეროს ურთიერთობები არაბულ ქვეყნებთან, რაც მსოფლიო მშვიდობის მოდელი იქნება

ჩინეთი ცდილობს, გააძლიეროს ურთიერთობები არაბულ ქვეყნებთან, რაც მსოფლიო მშვიდობის მოდელი იქნება,- ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი სი ძინპინი აცხადებს.

სი ძინპინმა ღაზას სექტორზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ "არ შეიძლება, ომი განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდეს".

"ჩინეთს სურს, იმუშაოს არაბულ ქვეყნებთან, რათა გადაჭრას მწვავე საკითხები სამართლიანობის,  გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად...

"ორი სახელმწიფოს გადაწყვეტა" მტკიცედ უნდა იყოს დაცული. ტურბულენტური სამყაროს პირობებში, ურთიერთპატივისცემა არის გზა ჰარმონიაში ცხოვრებისთვის, ხოლო სამართლიანობა ხანგრძლივი უსაფრთხოების საფუძველი",- თქვა სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა, როგორც ამას Xinhua News-ი იტყობინება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics