21:46 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-29 16:53:53, 395 ნახვა

საზოგადოება
შამუგია - გასულ წელს, 90 ათასამდე მოსარგებლის 44,000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღი თხილის კადასტრში დარეგისტრირდა

პარლამენტში, 2023 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიშის წარდგენის დროს, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ქართული თხილის წარმოების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„თხილი გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტი. ქართული თხილის ექსპორტის 70% ევროკავშირში ხორციელდება. თხილი ათიათასობით ოჯახის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა. სწორედ ამიტომ, ჩვენ აქტიურად ვეხმარებით თხილის სექტორს. ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც 0,2-3 ჰექტრამდე ფართობი აქვს საკუთრებაში ან სარგებლობაში, იღებს, 1 ჰექტარზე დაანგარიშებით, 500 ლარის ოდენობით დახმარებას, რომელიც განკუთვნილია აგროტექნიკური ღონისძიებების დროულად და სათანადოდ ჩასატარებლად. ეს პროგრამა   გასულ წელს დავიწყეთ. პროგრამის ფარგლებში, 90 ათასამდე მოსარგებლის 44,000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღი დარეგისტრირდა თხილის კადასტრში. ფერმერებმა მიიღეს დაახლოებით 21 მლნ ლარის მიზნობრივი დახმარება. საქართველოში თხილის სექტორს აქვს დიდი პოტენციალი და ჩვენი მიზანია ეს პოტენციალი მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება დარგში ჩართული მოსახლეობის შემოსავლის ზრდაზე“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ოთარ შამუგიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2023 წლის შემოდგომაზე, ევროკომისიამ  ქართულ თხილში აფლატოქსინების კონტროლის სახელმწიფო სისტემა დადებითად შეაფასა, რაც ხელს შეუწყობს  ევროპის ბაზარზე დამატებითი პროცედურებისა და შეფერხების გარეშე ექსპორტს.

„ჩვენ გვაქვს პოტენციალი, რომ ვიყოთ თხილის ექსპორტიორი ქვეყნების სამეულში და ამ მიმართულებით აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ აქტიური მუშაობა“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics