09:57 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-24 21:37:06, 507 ნახვა

პოლიტიკა
ესტონეთის საგარეო მინისტრი სანქციებზე - მკაფიო მესიჯი საქართველოს ხელისუფლებას

"კანონის მიღება შედეგებს მოიტანს. აშშ-მ დაამტკიცა, რომ ეს სიმართლეა" -  ამის შესახებ, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა X-ზე წერს.
"მკაფიო მესიჯი საქართველოს ხელისუფლებას, რომ "უცხოელი გავლენის" შესახებ კანონის მიღება შედეგებს მოიტანს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაამტკიცა, რომ ეს სიმართლეა", - აცხადებს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა შემოაქვს. ამის შესახებ საუბარია სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

23 მაისით დათარიღებულ განცხადებაში, სახელწოდებით - "საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადება და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა" - ნათქვამია, რომ სავიზო შეზღუდვა გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც არიან პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილეები საქართველოში დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics