01:39 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-23 14:18:10, 533 ნახვა

სამართალი
სტრასბურგის სასამართლო - სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი პროცესის სამართლიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქმეზე "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც სტრასბურგის სასამართლოს პრესრელიზშია ნათქვამი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი პროცესის სამართლიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

პრესსრელიზში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება ეხება სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ ორ სისხლის სამართლის საქმეს. პირველი საქმე ეხება 2005 წელს პარლამენტის წევრზე განხორციელებულ თავდასხმას, ხოლო მეორე საქმე სააკაშვილის მიერ მკვლელობაში ბრალდებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხი ყოფილი მაღალჩინოსანი ოფიცრის შეწყალებას.

„დღევანდელი გადაწყვეტილებით, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ ერთსულოვნად დაადგინა, რომ სააკაშვილის საქმეების განხილვისას არ ყოფილა დარღვეული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი და მე-3 პუნქტები, რომლებიც ეხება სამართლიანი სასამართლოს უფლებას და დაკითხვაზე ადვოკატთან ერთად დასწრების უფლებას",- ნათქვამია რელიზში. 

ამასთან, სტრასბურგის სასამართლოს ინფორმაციით, ადგილი არ ჰქონია არც კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევას, რომელიც კანონის გარეშე დასჯის დაუშვებლობას ეხება.

"სააკაშვილს შეეძლო, გონივრულად განეჭვრიტა, საქმის კონკრეტულ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მკვლელობის საქმეზე შეწყალების უფლების გამოყენება, მართლმსაჯულების კურსის დამახინჯების მიზნით, მას ქართული კანონმდებლობის მიხედვით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას დააკისრებდა“,- აღნიშნულია პრესრელიზში.

სასამართლომ ასევე განსახილველად დაუშვებლად ცნო სააკაშვილის საჩივრები კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევის შესახებ, რომელიც ეხება უფლებათა შეზღუდვის გამოყენების შეზღუდვას.

სასამართლომ დაადგინა, რომ "მას არ დაუსაბუთებია თავისი ბრალდება, რომ მისი დევნის უკან არსებობდა ფარული მოტივი, კერძოდ ის ამტკიცებდა, რომ ეს ხელს უშლიდა მის მონაწილეობას ქართულ პოლიტიკაში".

სასამართლომ ამ კუთხით გაითვალისწინა - "სააკაშვილის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები იყო სერიოზული და დასაბუთებული, საქმის მასალებში არსებობდა მის წინააღმდეგ, როგორც პირდაპირი, ისე თანმიმდევრული მტკიცებულებები, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა ჩაატარეს სრულიად შეჯიბრებითი პროცესი, რომლის დროსაც მისმა ადვოკატმა შეძლო ყველა მთავარ მოწმესთან დაპირისპირება, მის წინააღმდეგ მტკიცებულებების გასაჩივრება და უპირველეს ყოვლისა, სასამართლოს გადაწყვეტილებები იყო სათანადოდ დასაბუთებული".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics