20:16 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-11 21:19:09, 592 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - სახის ძვლები ხორცდება, ჩემს მაგალითზე გეუბნებით, მაგრამ როგორც კი ხალხი ხელისუფლებას გადატეხს წელში, ვეღარ გამთელდებიან

"რუსული ოცნების“ წარმომადგენლებს უნდა ესმოდეთ, რომ სახის ძვლები ხორცდება, ჩემს მაგალითზე გეუბნებით, მაგრამ როგორც კი ქართველი ხალხი ხელისუფლებას გადატეხს წელში, ისინი ვეღარ გამთელდებიან,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, "ხელისუფლებას ლეგიტიმაცია, მხარდაჭერა დაკარგული აქვს".

"კანონი, რომელიც ქართველი ხალხისთვის არ არის და ქართველ ხალხს არ სჭირდება, უნდა იყოს გაწვეული. ხელისუფლებას ლეგიტიმაცია, მხარდაჭერა დაკარგული აქვს და ამიტომ, ძალადობაზე არიან გადასულები. რა მოსატანია ჩემი ფიზიკური ანგარიშსწორება, როდესაც ადამიანებს ოჯახებში უვარდებიან, სახლში აწიოკებენ, პენსიონერ დედ-მამას, მცირეწლოვან ბავშვებს, მეუღლეებს. ხალხს სახლთან ხვდებიან ჩასაფრებით და სცემენ, აგონიაში არიან, რადგან ხელისუფლებას კარგავენ და აუცილებლად დაკარგავენ, რადგან ხალხთან არიან დაპირისპირებაში... "რუსული ოცნების“ წარმომადგენლებს უნდა ესმოდეთ, რომ სახის ძვლები ხორცდება, ჩემს მაგალითზე გეუბნებით, მაგრამ როგორც კი ქართველი ხალხი მათ ხელისუფლებას გადატეხს წელში, ისინი ვეღარ გამთელდებიან",- აცხადებს ხაბეიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics