|
2024-05-01 14:34:20, 479 ნახვა
პოლიტიკა
ბორელი - მოვუწოდებ ხელისუფლებას, უზრუნველყონ მშვიდობიანი შეკრების უფლება
მოვუწოდებ ხელისუფლებას, უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების უფლება. მის დასათრგუნად ძალის გამოყენება მიუღებელია, - ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე განვითარებულ პროცესებს. როგორც ბორელი სოციალურ ქსელში წერს, ის გმობს ძალადობას მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც აღნიშნული კანონს აპროტესტებენ. „მკაცრად ვგმობ საქართველოში ძალადობას დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც მშვიდობიანად აპროტესტებდნენ უცხოური გავლენების კანონს. საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანაა, მოვუწოდებ ხელისუფლებას, მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყონ. ძალის გამოყენება მის ჩასახშობად მიუღებელია“, - წერს ბორელი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)