12:00 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-22 13:43:53, 426 ნახვა

პოლიტიკა
ბოტკოველი - რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე ხელისუფლების მიერ ძალით ჩამოყვანილ საჯარო მოხელეებს ვნახავთ

რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე ჩვენ ისევ ვნახავთ ხელისუფლების მიერ ძალით ჩამოყვანილ საჯარო მოხელეებს,- ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი გიორგი ბოტკოველი "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებულ შეკრებას.

ბოტკოველის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის აბსოოლუტურ უმრავლესობას გათვითცნობიერებული აქვს, რომ "რუსული კანონი ევროკავშირს დაგვაშორებს".

"ჩვენ გვინახავს ხელისუფლების მიერ ორგანიზებული აქციები, სადაც ძირითადად საჯარო მოხელეები ძალით მოჰყავთ და მე დარწმუნებული ვარ, თუ რას ფიქრობს თითოეული საჯარო მოხელე, რა სულისკვეთებით წამოიყვანენ მას აქ და დააყენებ აქციაზე, ჩვენ განცხადებებიც ვნახეთ ბევრი საჯარო მოხელის.

მთავარი არის ერთი რამ, რომ ამ ქვეყნის მცხოვრებლების აბსოლუტურ უმრავლესობას ძალიან კარგად აქვს გათვითცნობიერებული, თუ რას ნიშნავს რუსული კანონის მიღება. რუსული კანონის მიღება ნიშნავს ერთხელ და სამუდამოდ ჩვენი ქვეყნის დაშორებას ევროკავშირიდან",- აცხადებს ბოტკოველი.

ცნობისთვის, დღეს, 22 აპრილს "ქართულმა ოცნება" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ, მმართველი პარტიის ორგანიზებით, "საყოველთაო-სახალხო შეკრება" გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics