|
2024-04-21 16:05:56, 450 ნახვა
პოლიტიკა
ნაცვლიშვილი - მმართველი პარტიის სპიკერი ამბობს - საქართველო არაა მზად ევროკავშირისთვისო - მაშ, რისთვისაა მზად საქართველო, „ოცნების“ აზრით?!
გამოდის მმართველი პარტიის სპიკერი და ღიად ამბობს - საქართველო არაა მზად ევროკავშირისთვისო! მხოლოდ ორი ვინმე ამბობს ამას - რუსეთი და "ოცნება" - მაშ, რისთვისაა მზად საქართველო, "ოცნების" აზრით?! - ამის შესახებ "ლელოს" წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს. ნაცვლიშვილის თქმით, ხელისუფლება "ისტორიაში მოღალატეების სახელით" ჩაეწერება. "2023 წელს ევროკავშირმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება და გახსნა კარი გაფართოებისთვის - საქართველოსთვის. გერმანიის კანცლერმა "ევროკავშირი ლისაბონიდან თბილისამდე"-ო ახალი გეოპოლიტიკური რეალობა გააცხადა. ეს რეალობა თავისი ბრძოლით ააშენა ქართველმა ხალხმა - მარტის ბრძოლით მათ შორის! ათიათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა და თქვა: "მე ვირჩევ ევროპას" და ეს გააკეთა ყოველ ჯერზე, როცა კითხვები გააჩინა ხელისუფლების ანტიევროპულმა ქმდებებმა. და ამ დროს (გუშინ!) გამოდის მმართველი პარტიის სპიკერი და ღიად ამბობს - საქართველო არაა მზად ევროკავშირისთვისო! მხოლოდ ორი ვინმე ამბობს ამას - რუსეთი და "ოცნება", სხვა ყველა ისტორიულ გაფართოებას უჭერს მხარს და ამისთვის მუშაობს. მაშ, რისთვისაა მზად საქართველო, "ოცნების" აზრით?! იმისთვის, რომ ოფშორებიდან კრიმინალური ფული გადმოიტანონ რუსმა ოლიგარქებმა აქ და ამ ფულის სამრეცხაოდ გადაიქცეს ქვეყანა (ამის კანონი მიიღეს რუსულ კანონთან ერთად), ხოლო თუ ვინმე ხმას ამოიღებს ამაზე და შეეწინააღმდეგება, რუსული კანონით გააჩუმონ. ოლიგარქის ოცნება რომ ხართ მზად ამ სცენარისთვის, ვხედავთ, მაგრამ ხალხი არ არის თანახმა ამაზე, ხალხი, ვისაც ეკუთვნის ეს ქვეყანა! თქვენ ვინ ხართ, რომ დაასრულოთ ამ ქვეყნის ისტორია?! ისტორიას წერს ხალხი და თქვენ ამ ისტორიაში მოღალატეების სახელით ჩაეწერებით! საქართველო გაიმარჯვებს და გაილაღებს!" - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი. შეგახსენებთ, გუშინ, 20 აპრილს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად არ არის.
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)