15:23 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-17 22:59:37, 521 ნახვა

პოლიტიკა
„გამოვიდეს პრემიერი და დაგველაპარაკოს“ - აქციის მონაწილეები მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან

პარლამენტთან მიმდინარე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან მსვლელობით გადანაცვლების გადაწყვეტილება მიიღეს.

ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა წამყვანმა, ლევან ცუცქირიძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც "ქართული ოცნებისთვის" მიცემული ერთსაათიანი ვადა ამოიწურა.

"ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ, რომ ჩვენთან ერთად, მშვიდობიანად, მშვიდად, წყნარად წავიდეთ სახელმწიფო კანცელარიასთან და მოვითხოვოთ, რომ გამოვიდეს პრემიერ-მინისტრი და დაგველაპარაკოს. ამიტომ, ჩვენ გვინდა გთხოვოთ, რომ ხელის აწევით მოგვცეთ უფლება და მანდატი, რომ წავუძღვეთ ამ მშვიდობიან მანიფესტაციას...

ჩვენ ვართ მშვიდობიანი მანიფესტანტები, მშვიდობიანი დემონსტრანტები, არ აყვეს არავინ პროვოკაციას, წავიდეთ, მივიდეთ და მოვითხოვოთ ამ კანონის უკან დაბრუნება და დაკავებულების გათავისუფლება",- განაცხადა ცუცქირიძემ.

აღსანიშნავია, რომ მანამდე აქციის მონაწილეებმა "ქართული ოცნების" ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გასაწვევად ერთსაათიანი ვადა მისცეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics