|
2024-04-17 13:15:00, 479 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მამარდაშვილი - საქართველოს გზა და მომავალი მხოლოდ ევროპაზე გადის!
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი ქვვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. მამარდაშვილი სოციალურ ქსელში მცირე განცხადებას ავრცელებს. "საქართველოს გზა და მომავალი მხოლოდ ევროპაზე გადის!"- წერს მამარდაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე. შეგახსენებთ, 3 აპრილს, "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. 8 აპრილს, კანონპროექტი ბიუროზე დაარეგისტრირეს, 15 აპრილს კი, მას მხარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაუჭირა. გუშინ, 16 აპრილს საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვითაც, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვის გაგრძელებას და ორი ალტერნატიული კანონპროექტის ჩაგდებას მხარი 78-მა კანონმდებელმა დაუჭირა, 25 კი წინააღმდეგ წავიდა. დღეს, 17 აპრილს საკანონმდებლო ორგანო კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავს. მას შემდეგ, რაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საპარლამენტო განხილვები დაიწყო, 15 აპრილიდან საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. "არა რუსულ კანონს!" - ამ ლოზუნგით მოქალაქეებმა პროტესტი 15 და 16 აპრილს გამართულ ფართომასშტაბიან აქციებზე გამოხატეს. პროტესტი იგეგმება დღესაც.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)