|
2024-04-17 11:12:04, 341 ნახვა
საზოგადოება
ქალაქ კასპში ვარძიის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ქალაქ კასპში ვარძიის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქუჩაზე ორფენიანი ასფალტ ბეტონის საფარი დაიგება. „700 გრძივი მეტრი ქუჩის რეაბილიტაცია რეგიონის განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი გაეცნენ. ქუჩაზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა, მისი კეთილმოწყობის შემდეგ, ადგილობრივები კომფორტულად შეძლებენ გადაადგილებას. გზის მოწყობის სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ქცია “ ახორციელებს”, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)