|
2024-04-16 13:28:37, 378 ნახვა
პოლიტიკა
მანჯგალაძე „ოცნებას“ - ვერ დადგებით ცალ ფეხზე იმიტომ, რომ მუხლებზე დგახართ
ვერ დადგებით ცალ ფეხზე იმიტომ, რომ მუხლებზე დგახართ,- ასე მიმართა "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელმა, პაატა მანჯგალაძემ "ქართული ოცნების" დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. როგორც მანჯგალაძემ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე საუბრისას აღნიშნა, ხელისუფლება მტრის ინტერესს ემსახურება. "იძახიან - ცალ ფეხზე დგომა, ცალ ფეხზე დგომა - ვერ დადგებით ცალ ფეხზე იმიტომ, რომ მუხლებზე დგახართ. საერთოდ ვერ დადგებით ცალ ფეხზე, დგახართ მუხლებზე. არავინ დგას ცალ ფეხზე - ჩვენ საქართველოს ინტერესებს ვიცავთ, რათა პირისპირ არ დარჩეს საქართველო მტრის აგრესიის წინააღმდეგ. თქვენ თუ "გავლენის აგენტს" ეძახით ადამიანს, ვინც კორუფციის წინააღმდეგ იბრძვის; თუ გავლენის აგენტს ეძახით ადამიანს, ვინც უსამართლო სასამართლო გადაწყვეტილებების ასაჩივრებენ, ბუნებრივია, არ მოგეწონებათ და იტყვით, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია უკეთესია - არასდროს არ მოგთხოვს გამჭვირვალობას, უკეთეს სასამართლოს, უფრო მეტ დემოკრატიას... თქვენ ემსახურებით მტრის ინტერესს",- მიმართა მანჯგალაძემ "ქართული ოცნების" დეპუტატებს.
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)