02:17 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-16 09:01:38, 437 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია დღეს განახლდება

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია დღეს, პარლამენტთან 12:00 საათიდან განახლდება.

დღის განმავლობაში დაგეგმილია კიდევ ერთი აქცია, რომელიც საკანონმდებლო ორგანოსთან 19:00 საათზე დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა გუშინაც, დღის ბოლოს კი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. 

შეგახსნენებთ, საკანონმდებლო ორგანოში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროქტის განხილვა გუშინ, 15 აპრილს 10:00 საათზე დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

საკომიტეტო მოსმენის პარალელურად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პირველი საპროტესტო აქცია 10:00 საათზე დაიწყო, ხოლო მეორე აქცია 19:00 საათზე გაიმართა. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ პარლამენტთან 15 აპრილის აქციაზე 14 პირი დააკავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics