17:48 - 07 Jul, 2026
|
2024-04-15 14:43:46, 444 ნახვა
პოლიტიკა
იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა [ვიდეო]
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ცოტა ხნის წინ "მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ელისაშვილმა მდინარაძეს, რომელიც დეპუტატებს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს წარუდგენდა, ხელი გაარტყა. მომხდარის გამო, კომიტეტის სხდომაზე ხმაური იყო. ცნობისთვის, დღეს, 15 აპრილს საქართველოს პარლამეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა დაიწყო. კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კანონმდებლები განიხლავენ. საკომიტეტო განხილვის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)