|
2024-04-15 13:25:11, 463 ნახვა
პოლიტიკა
ლომჯარია - საბედისწერო მომენტია ჩვენი ქვეყნისთვის - გამოდით გარეთ!
საბედისწერო მომენტია ჩვენი ქვეყნისთვის!- ასე ეხმაურება ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საკომიტეტო განხილვას. ლომჯარია აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მცირე განცხადებას ავრცელებს. "საქართველოს მოქალაქეებო, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ პარლამენტი ახლა განიხილავს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარის თქმის და რუსეთის მოკავშირედ ქცევის კანონპროექტს! საბედისწერო მომენტია ჩვენი ქვეყნისთვის! გამოდით გარეთ!"- წერს ნინო ლომჯარია "ფეისბუქის" გვერდზე. ცნობისთვის, დღეს, 15 აპრილს საქართველოს პარლამეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა დაიწყო. კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კანონმდებლები ამ წუთებში განიხლავენ. საკომიტეტო განხილვის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)