18:53 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-12 16:37:49, 428 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე შოლცს - უფლება გვაქვს, არასამთავრობოებს გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი მოვთხოვოთ

ჩვენ სრული უფლება გვაქვს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოვთხოვოთ მინიმალური სტანდარტი გამჭვირვალობის თვალსაზრისით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გერმანიის ფედერალურ კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დემოკრატიულ სახელმწიფოში გამჭვირვალობას ალტერნატივა არ გააჩნია.

„ერთადერთი, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს, არის ყოველწლიური გასაჯაროება ფინანსებისა არასახელმწიფო ორგანიზაციების მხრიდან და აქამდე ვერ მოხდა იმის დასაბუთება, თუ ამ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გამჭვირვალობის პრინციპი რატომ არ უნდა იქნას დაცული.

მას შემდეგ, რაც მე დავინიშნე საქართველოს პრემიერ-მინისტრად, გადავწყვიტე, რომ საქართველოს მთავრობის  ყველა გადაწყვეტილება იქნას გამოქვეყნებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის ქმედუნარიანობისთვის. აღნიშნული გარემოებების პირობებში, ჩვენ სრული უფლება გვაქვს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოვთხოვოთ მინიმალური სტანდარტი გამჭვირვალობის თვალსაზრისით.

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოური ქვეყნების ინტერესით მოქმედებენ, ახორციელებენ გარკვეულ ნაბიჯებს და 2020 წლის შემდეგ უკვე იყო 2 შემთხვევა, რომ ხელისუფლება შეიცვალოს არა საპარლამენტო არჩევნების, დემოკრატიული არჩევნების, არამედ ქუჩაში გამოსვლების გზით და დაფინანსება ბოლო წლების განმავლობაში მოხდა, მათ შორის, არალეგალური გზებით, რაც ბოლო პერიოდში ყალიბდება არალეგალურ პრაქტიკად და ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ეს ორგანიზაციები არ არიან დაინტერესებულნი გამოაქვეყნონ აღნიშნული ანგარიშები და ხელს უწყობენ საზოგადოების პოლარიზაციას.

საქართველოში ყველა პროცესი გამჭვირვალეა, ჩვენ გახსნილები ვართ დისკუსიისთვის. ჰანს კელზენმა ერთხელ აღნიშნა, რომ ფუნქციონირებადი დემოკრატია უნდა ეფუძნებოდეს სამართალს. მე ეს გერმანიაში ვისწავლე და დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული კანონი გამჭვირვალობის შესახებ ხელს შეუწყობს ძლიერი, დასაბუთებული, ფუნდამენტური დემოკრატიის ჩამოყალიბებას",- თქვა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics