|
2024-04-10 23:31:45, 383 ნახვა
საზოგადოება
სარჯველაძე - ჩემი მიზანი, თითოეული იმ ადამიანის პრობლემის გადაწყვეტაა, ვისაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობასთან დაკავშირებული საკითხები აწუხებს
ჩემი მიზანი, თითოეული იმ ადამიანის პრობლემის გადაწყვეტაა, ვისაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობასთან დაკავშირებული საკითხები აწუხებს. ამაზე სამინისტროც მოტივირებული იქნება. ჩემთვის, მოვალეობა არსებობს იმის მიღმა, თუ ვინმე პეტიციას აწერს ხელს, ან უკმაყოფილებას სხვა ფორმით გამოხატავს, არასწორად ან სწორად ავრცელებს ინფორმაციას, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ. მისივე თქმით, ონკოლოგიური პაციენტების ინდივიდუალური, თუ ზოგადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, მომავალშიც, ამავე გზით გააგრძელებს მუშაობას. „კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს, შეხვედრაზე, ვინმეს, ან არასწორად მოვეპყარი, ან არასწორი კომუნიკაცია მქონდა. მე ვაგრძელებ ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების როგორც ინდივიდუალურ, ისე ზოგად პრობლემებზე მუშაობას. შეგვიძლია, აბსოლუტურად გახსნილად და საჯაროდ ვიმუშაოთ თითოეულ პრობლემაზე, რომელზეც მათ შორის, იმ შეხვედრაზე იყო საუბარი. უკლებლივ ყველაფერთან დაკავშირებით, შემიძლია, სრული ინფორმაცია მოგაწოდოთ, რა თქმა უნდა, პერსონალური მონაცემების დაცვით და პაციენტების თანხმობით, თუ მათ ამის სურვილი ექნებათ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)