23:25 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-06 15:05:09, 484 ნახვა

პოლიტიკა
ხათუნა სამიძე - ვიქნებოდი აქტიურად ჩართული ბრძოლაში, თუმცა გავდივარ ქიმიოთერაპიას დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლას მოვიგებ

მაქვს საკუთარი ბრძოლა, ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლას მოვიგებ და ისევ შევუერთდები ჩემს კოლეგებს - ამის შესახებ, რესპუბლიკური პარტიის ლიდერიმა, დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

„მინდა, ეთერით ვისარგებლო და მოკლედ ვთქვა, რატომ არ ვარ ახლა აქტიურად ჩართული ჩემს კოლეგებთან, განსაკუთრებით ქალ პოლიტიკოსებთან ერთად ჩართული ამ მძიმე ბრძოლაში, სადაც აუცილებლად ვიქნებოდი, რომ არა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მაქვს საკუთარი ბრძოლა, ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლას მოვიგებ და ისევ შევუერთდები ჩემს კოლეგებს და უკვე ფიზიკურადაც ჩავერთვები ამ ბრძოლაში და ვიქნები ძალიან აქტიური.

მინდა სოლიდარობა გამოვიცხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ დაავადებას ებრძვის, ამ ბრძოლაშია, მხნეობა და ენერგია ვუსურვო; ოჯახისა და მეგობრების თანადგომა", - განაცხადა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ „ფორმულას" ეთერში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics