|
2016-02-10 16:16:25, 1401 ნახვა
მსოფლიო
ნატო რუსეთის საზღვრებთან კონტიგენტის განლაგებას გეგმავს
ნატო რუსეთის საზღვრებთან კონტიგენტის განლაგებას გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციას "ტელეგრაფი" ავრცელებს. როგორც მედიასაშუალება იუწყება, რუსეთის პოტენციური თავდასხმის შესაჩერებლად ალიანსმა აღმოსავლეთ ევროპაში შესაძლოა 500-დან 1000-მდე სამხედრო პირი განალაგოს. კონტინგენტი ბრიტანელი, ამერიკელი და გერმანელი ჯარისკაცებისგან დაკომპლექტდება და ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში პოლონეთში, რუმინეთსა და ბულგარეთში განლაგდება. "ტელეგრაფის" ცნობით, ბალტიისპირეთის, ცენტრალური და სამხრეთ ევროპის რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმებისაგან და ფართომასშტაბიანი ოკუპაციისგან დაცვის ახალ ინიციატივას დღეს ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე განიხილავენ. აღნიშნულ ინფორმაციას კრემლში უკვე გამოეხმაურნენ. დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის საზღვარებთან ნატოს ძალების დისლოცირების გეგმის შესახებ ალიანსს მოსკოვი არ გაუფრთხილებია.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)