00:40 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-03 19:16:21, 510 ნახვა

პოლიტიკა
ოდიშარია - ჩემი აღშფოთება არ იყო დამისამართებული არც ერთი პირის მიმართ - თქვენი მითითებით ბოდიშს არ მოვიხდი

ჩემი აღშფოთება დაკავშირებული იყო და ის არ იყო დამისამართებული არც ერთი კონკრეტული ფიზიკური პირის მიმართ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

ოდიშარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათი მითითებით ბოდიშს არ მოიხდის.

"ჩემი აღშფოთება დაკავშირებული იყო და ის არ იყო დამისამართებული არც ერთი კონკრეტული ფიზიკური პირის მიმართ - არც ქალის, არც კაცის და მათ შორის, თქვენ ვერ ნახავთ სადმე, რომ მე რომელიმე კონკრეტული სახელი, ან გვარი, ან ჩემი კოლეგა მითუმეტეს ვახსენე. თქვენი მითითებით ბოდიშს არ მოვიხდი", - განაცხადა ოდიშარიამ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების"  დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ პარლამენტში კვოტირების განხილვისას ოპოზიციონერი დეპუტატები შეურაცხმყოფელი რეპლიკით მოიხსენია.

"მოუტ*ვნელი დედაკაცების ჯოგი. ეს არის მოუტ*ვნელი ქალების სინდრომი, მოუტ*ვნელის", - თქვა ოდიშარიამ პარლამენტში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics