19:31 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-20 14:14:29, 488 ნახვა

საზოგადოება
გომელაური - რამდენიმე კვირის წინ უკვე ექსპლუატაციაში 2023 წელს ნაყიდი 10 სახანძრო-სამაშველო მანქანა გაეშვა

2023 წელს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აღიჭურვა ახალი, სხვადასხვა ტიპის ავტომობილებით, მათ შორის, მაღალი გამავლობის ავტოტექნიკით, ყველგანმავალი კვადროციკლებით და  წყლის სატრანსპორტო საშუალებებით. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ყველა მეხანძრე-მაშველი უმაღლესი სტანდარტის ცეცხლმედეგი ფორმით და შესაბამისი სპეცტექნიკით არის აღჭურვილი.  გასულ წელს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შეიძინა 2 მილიონ ლარამდე ღირებულების 4 სწრაფმავალი კატარღა,  11 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სახანძრო-სამაშველო მანქანა, 3 მილიონ ხუთასიათასი ლარის ღირებულების მეხანძრე-მაშველისთვის საჭირო სპეციალური ეკიპირება და  4 მილიონ ლარამდე ღირებულების სახანძრო ტექნიკური ცეცხლგამძლე  სამოსი. 

რამდენიმე კვირის წინ უკვე ექსპლუატაციაში გაეშვა 2023 წელს ნაყიდი 10 სახანძრო-სამაშველო მანქანა, რომელიც განკუთვნილია ტყის ხანძრებისთვის და უკვე გადანაწილდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მხარდაჭერისთვის, საანგარიშო პერიოდში დონორი ორგანიზაციებისგან სხვადასხვა სახის აღჭურვილობა და სპეცტექნიკა გადმოგვეცა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენი მეხანძრე-მაშველების ეფექტურ მუშაობას“, -განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics