19:36 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-20 13:12:30, 438 ნახვა

საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გურიაში, იმერეთსა და შიდა ქართლში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, გურიაში, იმერეთსა და შიდა ქართლში, 3 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარატამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათში, მოქალაქეს ლენტური ტიპის სახერხი საამქრო უკანონოდ ჰქონდა მოწყობილი. 

„საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული იყო 15 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 3,5 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი. 

ასევე ლენტური ტიპის უკანონო სახერხი საამქრო დაილუქა ქალაქ ხაშურში. 

საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული იყო სხვადასხვა სახეობის, 2,5 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი. 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მელუშეეთში, მოქალაქეს საკარმიდამო ეზოში უკანონოდ ჰქონდა დამონტაჟებული ცირკული ტიპის სახერხი დანადგარი. ტერიტორიიდან ამოღებულია 1 კუბურ მეტრამდე მოცულობის დახერხილი ხე-მასალა. 

ვინაიდან სამივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა”,- აღნიშნულია დეპარტამენტის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics