21:08 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-19 13:00:09, 385 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზამ“ კომპანია „იუჯითისთან“ ერთად კონტეინერული დატა ცენტრი მოაწყო

„საქართველოს რკინიგზამ“, კომპანია „იუჯითისთან“ ერთად, კონტეინერული დატა ცენტრის მოწყობა წარმატებით განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

მათი ცნობით, ეს არის უპრეცენდენტო პროექტი, რომლის ანალოგი საქართველოში პირველად განხორციელდა. 

„აღნიშნული დატა ცენტრის უპირატესობა მის პორტატულობაში მდგომარეობს და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მისი სხვა ლოკაციაზე გადატანა, რაც პროექტის დაგეგმარებისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენდა. 

„საქართველოს რკინიგზისა“ და „იუჯითის“ ინჟინრების ჩართულობით, ლოკაციაზე, კერძოდ რკინიგზის ოფისში შესაბამისი პლატფორმა წინასწარ მომზადდა. დატა ცენტრის ტექნოლოგიურ გარემოში წარმატებით და შეუფერხებლად განხორციელდა „საქართველოს რკინიგზის“ IT ინფრასტრუქტურაში არსებული მონაცემების მიგრაცია.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მასში განთავსებული მონაცემებისთვის და აპარატურისთვის დაცულია უსაფრთხოება, ტემპერატურული რეჟიმი და ტენიანობა. შედეგად, „საქართველოს რკინიგზას“ შეუფერხებლად მიეწოდება IT სერვისები, მონაცემები კი განთავსებულია უსაფრთხო და დაცულ გარემოში.

Schneider Electric-ის კონტეინერული დატა ცენტრის საინჟინრო ინფრასტრუქტურის დიზაინი შესრულებულია Uptime Institute_ის საიმედოობის Tier III დონის მოთხოვნების მიხედვით",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics