00:15 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-13 11:25:25, 532 ნახვა

საზოგადოება
შვედეთის ელჩი მაჭახელას ეროვნულ პარკს ესტუმრა

მაჭახელას ეროვნულ პარკში შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანნა ლიბერგი, შვედეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის გარემოსდაცვითი პროგრამის ხელმძღვანელ ხათუნა ზალდასტანიშვილთან ერთად იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. 

სააგენტოს ცნობით, სტუმრებმა მაჭახელას ეროვნული პარკის თანამედროვე ვიზიტორთა ცენტრი დაათვალიერეს, გაეცნენ მაჭახელას ეროვნული პარკის საქმიანობას როგორც უნიკალური ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნების, ისე ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებებით.

„მაჭახელას ეროვნული პარკი უნიკალური ბუნებით გამორჩეული, საქართველოში ერთ-ერთი პოპულარული დაცული ტერიტორიაა. მაჭახელას ეროვნული პარკის განვითარების პროცესში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად, აქტიურად არიან ჩართული დონორი ორგანიზაციები; მათ შორის, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (შიდა) პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, მაჭახელას ეროვნული პარკისთვის დაგეგმილია მენეჯმენტის გეგმის შემუშავება. მენეჯმენტის გეგმა ითვალისწინებს გრძელვადიანი მიზნებისა და მათ მისაღწევად აუცილებელი მართვის შესაბამისი მიდგომებისა და ღონისძიებების განსაზღვრას, რომლებიც დაცული ტერიტორიების სააგენტომ განსაზღვრულ ვადაში უნდა განახორციელოს.

სტუმრებს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ხახიშვილმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს“, - აღნიშნულია დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციაში. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics