06:29 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-01 13:59:45, 685 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ჩიქოვანი გერმანიის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს, ერნსტ პეტერ ფიშერსა და თავდაცვის ატაშეს, ვიცე-პოლკოვნიკ ანდრეას ზებალდს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გაცნობით შეხვედრაზე საქართველოსა და გერმანიის თავდაცვის უწყებებს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.

"ხაზი გაესვა გერმანიის აქტიურ ჩართულობას თანამშრომლობის ორმხრივ და მრავალხმრივ ფორმატებში. შეხვედრაზე აღინიშნა გერმანული მხარის მიერ გაწეული ძლიერი მხარდაჭერა თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების, სამხედრო განათლებისა და ერთობლივი წვრთნების მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) წარმატებით განხორციელებაში გერმანიის მნიშვნელოვან წვლილზე. მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით ექსპერტთა და მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. 

მინისტრმა გერმანულ მხარეს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics