07:56 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-29 14:51:33, 656 ნახვა

საზოგადოება
სოფელ დიღომში, თეთრი გიორგის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში აქტიურად გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები. ამჯერად, სოფელ დიღომში, თეთრი გიორგის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტის ფარგლებში, საერთო ჯამში, 4 361 კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა, საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.

სამუშაოებისთვის საბურთალოს რაიონის ბიუჯეტიდან 892 700 ლარია გამოყოფილი. პროექტს კომპანია „ლ ენდ ლ“ ახორციელებს.

მიმდინარე პროცესს საბურთალოს გამგებელი გიზო ვასაძე და დედაქალაქის მერის მოადგილე კახა გულედანი გაეცნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics