14:49 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-26 16:30:30, 753 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - კოლექტიურ „ნაცებს“ ლომჯარიას პირით მოუწიათ აღიარება, რომ ენმ-ის გარდა, ოპოზიციის ვერცერთი პარტია საარჩევნო ბარიერს ვერ ლახავს

რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ "ნაცებს", ნინო ლომჯარიას პირით მოუწიათ ძალიან დიდი და შეიძლება ითქვას, ისტორიული აღიარების გაკეთება იმის შესახებ, რომ "ნაცმოძრაობის" გარდა, რადიკალური ოპოზიციის ვერცერთი წარმომადგენელი პარტია საარჩევნო ბარიერს ვერ ლახავს,- ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებას.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, "სწორედ ამ შემთხვევაში, შეიძლება ძალიან ბევრი ხმა პროპორციულად გადანაწილდეს, მათ შორის, "ქართულ ოცნებაზე“, რომელიც აუცილებლად პირველ ადგილზე გავა“.

მდინარაძის თქმით, "ამით ისინი აღიარებენ, რომ დანარჩენი ყველა პარტია იმდენად ურეიტინგოა, რომ ვერცერთი მათგანი უახლოვდება ხუთპროცენტიან ბარიერს".

"რადგან ისინი [ოპოზიცია] აღიარებენ, რომ გადაუნაწილებელი ხმები თუ მანდატები იქნება ძალიან ბევრი, ე.ი. აღიარებენ, რომ დანარჩენი ყველა პარტია იმდენად ურეიტინგოა, რომ ვერცერთი მათგანი უახლოვდება ხუთპროცენტიან ბარიერს. ამ შემთხვევაში სწორია მოცემულობა, რომ გადაუნაწილებელი მანდატი იქნება ბევრი, მხოლოდ ამაში ვეთანხმები ნინო ლომჯარიას. ისინი როგორ იმოქმედებენ, შეცვლიან გეგმას და"ნაცმოძრაობის“ ოცი პროცენტის ზემოთ, ე.წ. შუა ხმებზე, დარჩენილ ოც პროცენტზე, რა გზით იმუშავებენ, გაერთიანებით თუ კიდევ უფრო დაქსაქსვით, ეს მათი საქმეა“,- ამბობს მდინარაძე.

ცნობისთვის, ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "თუ 5%-იან ბარიერთან შორიახლოს მყოფი ოპოზიციური პარტიები გადაწყვეტენ, რომ არჩევნებში ცალ-ცალკე იყარონ კენჭი, მაღალია რისკი იმისა, რომ ისინი პარლამენტს გარეთ დარჩნენ, ხოლო მათი ოპოზიციურად განწყობილი ხმების ჯამი, რომელმაც 20%-მდეც შეიძლება მიაღწიოს, ბარიერგადალახულ პარტიებზე გადანაწილდება. ამ სცენარში "ქართულ ოცნებას" მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობა ოპოზიციურად განწყობილი ხმების ხარჯზე მიეცემა".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics