13:47 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-20 11:12:50, 927 ნახვა

საზოგადოება
დეკანოზი გიორგი მამალაძე - საპყრობილე არანაირი შეთანხმებისა და გარიგების მიზეზით არ დამიტოვებია

მინდა, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ საპყრობილე არანაირი შეთანხმებისა და გარიგების მიზეზით არ დამიტოვებია,- ამის შესახებ ნათქვამია დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილში, რომელსაც მისი ძმა თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

დეკანოზის განცხადებით, გათავისუფლების მიზეზად ოფიციალურ დოკუმენტებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა დასახელებული.

"საბუთებში აღნიშნულია, რომ მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, თუმცა ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ მე უკვე ხუთი წელია, ასეთი დაუძლურებული და პარალიზებული ვარ. ამ ეტაპზე ჩემი უმთავრესი მიზანია ჯანმრთელობის აღდგენა. ამის შემდეგ კი, იქნება სიმართლე - არა სანახაობა, არამედ - სიმართლე. როგორც მაცხოვარი ბრძანებს: "არარაი არს დაფარული, რომელი არა გამოსცხადნეს და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს",- ნათქვამია მამალაძის წერილში, რომლითაც დეკანოზი ასევე უფლებადამცველებს, მედიის წარმომადგენლებს, სასულიერო პირებს და ა.შ. მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, საპატიმრო დაწესებულიდან 14 თებერვალს გათავისუფლდა. დეკანოზი ე.წ. ციანიდის საქმეზე 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics