22:51 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-14 11:45:12, 690 ნახვა

პოლიტიკა
სუბარი - ხაზარაძე საბჭოეთში ჩარჩა, როცა პროკურორები აციმბირებდნენ - კაცს ხელისუფლებაში მოსვლა უნდა და პროკურატურის ფუნქცია არ იცის, ეს ხომ სამარცხვინოა

"ხალხის ძალის" ლიდერი, უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი "ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმაურება.

სოზარ სუბარი ამბობს, რომ ხაზარაძემ, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლის "ფუჭი ამბიცია" აქვს, პროკურატურის ფუნქციებზე "წარმოდგენა არ აქვს".

"ხაზარაძე, რომელიც შეზრდილი იყო "ნაცმოძრაობასთან" და რეჟიმის მთავარი "ჰალსტუხიანი რეკეტიორი" იყო, ახლა ცდილობს, მკვლელებს და მწამებლებს გაემიჯნოს, რაც გამორიცხულია.

საზოგადოებამ კარგად იცის მისი წარსული. მეორე უბედურება ის არის, რომ ხელისუფლებაში მოსვლის ამბიცია აქვს და პროკურატურის ფუნქციებში ვერ ერკვევა, ელემენტალური ისიც კი არ იცის, რა უფლებამოსილება აქვს ამ ინსტიტუციას. მეორე მხრივ, მისი სიტყვები, რომ ეს არის პოლიტიკური გზავნილი - დამაფიქრებელია. ხაზარაძე პირდაპირ ამბობს, რომ თუ სათავეში დაბრუნდება, შექმნის ისეთ პოლიტიკურ დღის წესრიგს, სადაც მისთვის მიუღებელ ადამიანს ამ ქვეყანაში არ დაედგომება. ეს არაფერია, თუ არა "ნაცმოძრაობის" რეჟიმის ხელწერა, რაც ასევე მისი ხელწერაცაა",- განაცხადა სოზარ სუბარმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics